2024 წლის პირველი სუპერმთვარე

20 აგვისტო 2024, 12:40 314 ნახვა

2024 წლის პირველმა  სუპერმთვარემ ყველაზე მეტად ქალაქები რიო დე ჟანეირო, კარაკასი და ელ ალტო გაანათა. ძალიან ახლოს სავსე მთვარე შაქრის მთასა და რიო-დე-ჟანეიროს ბოტაფოგოს სანაპიროდან ჩანდა.  კაშკაშა გიგანტური მთვარის თვითმხილველები გახდნენ ვენესუელის დედაქალაქ კარაკასშიც.

ანალოგიურად, ელ ალტოში, რომელიც დასავლეთ ბოლივიაში მდებარეობს, ბუნების ამ იშვიათი მოვლენით მოიხიბლა მოსახლეობა. "სუპერმთვარე" არის ციური მოვლენა, როცა მთვარე ჩვეულებრივზე შესამჩნევად დიდი ჩანს, ორბიტაზე დედამიწასთან უახლოეს წერტილში გადაადგილების გამო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი