შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა

20 აგვისტო 2024, 12:15 278 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი თვაური შეცვალა.

მამუკა ჯანგულაშვილს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში