ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა

17 აგვისტო 2024, 11:48 180 ნახვა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის ყველაზე დიდ, ჯაბალიას დევნილთა ბანაკში საცხოვრებელი სახლები დაბომბა.

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის წევრები აცხადებენ, რომ საცხოვრებელ სახლებს რამდენიმე რაკეტა მოხვდა.

ადგილობრივების თქმით, დაბომბვამდე წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში