გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა ბათუმში რამდენიმე ქუჩა დატბორა. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მერიაში დატბორვის შესახებ 50-მდე განცხადება შევიდა.
წყალმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლსა და სამეწარმეო ობიექტში შეაღწია.
ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც გვიან ღამემდე აწარმოებდნენ ამოტუმბვით სამუშაოებს.