“ღვთაებრივი ხელოვნება”- ასე ქვია ქირურგ აკაკი ბერიძის წიგნს. წიგნის პრეზენტაცია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკონფერენციო სივრცეში გაიმართა. წიგნი ეძღვნება ქირურგიას. მასზე ავტორი არა სამედიცონო, არამედ პოპულარულ ენაზე წერს. წიგნში წარმოდგენილია როგორც ავტორის ბიოგრაფია ისე ქირურგიაში მისი მიგნებები.
წიგნის რედაქტორები არიან ვლადიმერ მახარაძე და კახა ქაშიბაძე. როგორც ისინი ამბობენ, წიგნი მომავალი ქირურგებისთვის სამაგიდო გახდება და იქნება როგორც ანდერძი. წიგნის პრეზენტაციას ცნობილი ქირურგის კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე წიგნთან ერთად ისაუბრეს ავტორის ბიოგრაფიაზე და მის მიღწევებზე სამედიცინო სფეროში.