ზღვისპირა ქალაქი ზეგ თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს უმასპინძლებს. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, ასევე სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ ზღვის პროდუქტებით მომზადებული კერძები. ჩატარდება მასტერკლასები. თევზის მოყვარულებს კერძების მომზადების რეცეპტებსაც გააცნობენ.