საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მაგისტრალური გაზსადენის "ლეხურა-სვენეთის" 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.
ამ ეტაპზე მილსადენს ხარისხსა და გამძლეობაზე ტესტირება უტარდება. მილსადენი "ნატახტარი-ლეხურას" 31 კილომეტრიანი მონაკვეთის გაგრძელებაა. უკვე აშენებულია 9 გაბიონი.
მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10 წლიანი სახელმწიფო გეგმის საფუძველზე მიმდინარეობს.