ბანგლადეშში, პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის კვირას მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამართალდამცავების ცნობით, 13 პოლიციელი დაიღუპა, როდესაც ათასობით ადამიანი სირაჯგანჯის რაიონში პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს. დაღუპულები და დაშავებულები ქვეყნის სხვა ნაწილებშიც დაფიქსირდა, მათ შორის ჩრდილოეთ რაიონებში.
ათასობით ადამიანი შეიკრიბა დაკას მთავარ მოედანზე და ძალადობრივი ინციდენტები მოხდა დედაქალაქ ის სხვა რაიონებშიც.
შეგახსენებთ, ბანგლადეშში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტთა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია გამოაცხადეს.