საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდა

05 აგვისტო 2024, 10:44 180 ნახვა

საქართველოს ძიუდოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ვეტერანი ძიუდოისტები დახვდნენ.

ადგილზე შეკრებილებმა მადლობა გადაუხადეს სპორტსმენებს საუკეთესო ასპარეზობისა და საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის. პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა საქართველოს დელეგაციას სამი მედალი მოუტანეს.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს შერეულმა გუნდმაც იასპარეზა, რომელიც მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში