უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 103 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

05 აგვისტო 2024, 10:47 118 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე  103 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში კრამატორსკის, პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებებით განახორციელა.

"გასულ ღამეს რუსეთი უკრაინის 7 ოლქს, 24 საბრძოლო დრონის საშუალებით დაესხა თავს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თავდასხმა წარმატებით მოიგერია" - წერია გენშტაბის გავრცელებულ განცხადებაში.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბახმუტთან რამდენიმე მიმართულებით რუსეთის ძალებმა საკუთარი პოზიციების წინ წაწევა შეძლეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში