ქართველები ოლიმპიადაზე

02 აგვისტო 2024, 14:33 428 ნახვა

გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ფრანგ ძიუდოისტ ტედი რინერთან დამარცხდა.

დისკვალიფიკაციის გამო რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. თუშიშვილმა პირველი შეხვედრა სენეგალელ ძიუდოისტს იპონით მოუგო. სოფიო სომხიშვილმა სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი ორთაბრძოლა გერმანელი რენე ლუხტის წინააღმდეგ გამართა და პირველი გამარჯვება იპონით მოიპოვა. თუმცა მომდევნო შეხვედრაში მასპიძელი ქვეყნის წარმომადგენელთან და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტთან რომენ დიკოსთან სამი შიდოთი დამარცხდა და ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა.

ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენმა ქალთა შორის ნინო სალუქვაძემ პნევმატური იარაღით 25 მეტრი დისტანციიდან სროლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ფინალში ვერ გადავიდა და პარიზში ასპარეზობა დაასრულა.

პირველი გარბენის შემდეგ მძლეოსანმა ლიკა ხარჩილავამ ასმეტრიან დისტანციაზე მეხუთე შედეგი აჩვენა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი არც ეს აღმოჩნდა და ოლიმპიადას ისიც დაემშვიდობა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი