შუახევში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები

01 აგვისტო 2024, 15:39 456 ნახვა

შუახევში, სოფელ გოგინაურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 

ერთი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში