ბათუმის ქვიშის ახალ მოედანზე ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელშიც ათი გუნდი მონაწილეობს, მათ შორის სამი ბათუმიდან, რომელთაგან ერთი ბათუმის სპორტული ცენტრის გუნდი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია.
შეჯიბრების პირველი ეტაპი ხვალ დასრულდება და გაირკვევა იმ რვა გუნდის ვინაობა, რომლებიც აგვისტოში ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ითამაშებენ.
საქართველოს ჩემპიონი კი ევროპის 2025 წლის ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონთა თასზე იასპარეზებს.