საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში თბილისის "დინამოს" ორივე შემადგენლობა მეოთხედფინალში გავიდა.
თბილისის "დინამო 2-მა" "ტორპედო" 4:0 დაამარცხა.
„იბერია 1999-მა“ თბილისის „დინამოსთან 1:2 წააგო და გათამაშებას დაემშვიდობა.
ორივე შემადგენლობით გავარდა თბილისის „ლოკომოტივი“, რომლებიც „სპაერთან“ და „თელავთან“ დამარცხდნენ.
სხვა მატჩები კი ასე დასრულდა: „რუსთავი“ – „კოლხეთი“ 2:3; „გარეჯი“ – „სამტრედია“ 5:0; „სამგურალმა“ „გაგრასთან“ პენალტების სერიაში 7:8 წააგო; „მეშახტისა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა გადაიდო.