ბათუმის ქვიშის მოედანზე დაიწყო ტრადიციული ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში “შავი ზღვის ვარსკვლავები”, რომელიც ვაჟთა და გოგონათა შორის, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება.
წელს მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა, საერთო ჯაში ტურნირზე 80-მდე მეტი წყვილი იასპარეზებს. „შავი ზღვის ვარსკვლავები“ მეთერთმეტედ ტარდება და წელს მას საერთაშორისოს სტატუსი მიენიჭა.
ტურნირი 29 ივლისს დასრულდება. აქვე გეტყვით, რომ 3-4 აგვისტოს ბათუმის ქვიშის მოედანი საპლაჟო ფრენბურთში უკვე სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლებს.
შეჯიბრება აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.