კავკასიის მედიცინის ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაციაა მოიპოვა და Joint Commission International-ის აკრედიტებული მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ეს პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველსაყოფის გარანტიაა.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.