ლეგენდარული მთამსვლელი რაინჰოლდ მესნერი საქართველოშია

24 ივლისი 2024, 10:09 387 ნახვა

საქართველოში იმყოფება  ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მთამსვლელი რაინჰოლდ მესნერი. იგი ჩვენს ქვეყანას კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებლის მოწვევით სტუმრობს. იგი ფესტივალს მთავარი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

რაინჰოლდ მესნერი მთის თემატიკაზე შექმნილი ფილმების რეჟისორი და პროდიუსერიც არის. აქვე გეტყვით, რომ სამხრეთ ტიროლში დაბადებულმა იტალიელმა რაინჰოლდ მესნერმა ჯერ ალპებში, შემდეგ კი მსოფლიოს ურთულეს მწვერვალებზე მარტო და ჟანგბადის გარეშე ასვლის ტრადიცია დაამკვიდრა. ის პირველი ადამიანია, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე მარტო ავიდა. 30 წლის მანძილზე მან 3 500-ჯერ დალაშქრა სხვადასხვა მწვერვალი.

მოგვიანებით რეინჰოლდ მესნერმა გადაწყვიტა, უდაბნოები გადაელახა. მან ფეხით გაიარა ანტარქტიკა, გრენლანდია, ტაკლა-მაკანი და გობის უდაბნო; მიაღწია ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი