მოსმენების კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები გრძელდება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. მესამე სექტორი კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმას. სარჩელი უკვე მზადაა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ. მესამე სექტორი პარალელურად სამართლებრივ დავას აწარმოებს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. უახლოეს დღეებში ანა დოლიძე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.