შშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და 2024 წლის არჩევნებისთვის ჰარისის კანდიდატურას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.