ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების დაკავება უკანონოა - გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო

20 ივლისი 2024, 09:50 309 ნახვა

ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების დაკავება და იქ გაშენებული დასახლებები გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უკანონოდ ცნო. დადგენილების მიხედვით, ისრაელმა ტერიტორია რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს.

იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს დადგენილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, მას ისრაელის მიმართ მხარდაჭერის შესუსტება შეუძლია. ისრაელი ასევე ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი და ამ დასახლებებიდან მცხოვრებთა ევაკუაციის პროცესი წარმართოს.

თავის მხრივ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ებრაელი ხალხი არ არის ოკუპანტი საკუთარ მიწაზე, არც იერუსალიმსა და არც წინაპართა მიწაზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი