„დინამო“ ბათუმისა და “დეჩიჩის” პირველი მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

19 ივლისი 2024, 15:47 268 ნახვა
 

24 ივლისს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ ბათუმი უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ჩემპიონს ''დეჩიჩს'' უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია https://biletebi.ge - ზე დღეს 17:00 საათზე დაიწყება. სტადიონთან მდებარე სალაროებში კი ბილეთები 22 ივლისიდან გაიყიდება.

ბილეთის ფასი 5, 10 და 20 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 50 ლარს შეადგენს.

„დინამო“ ბათუმისა და „დეჩიჩის“ მატჩი „ბათუმი არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში