ლავროვი მიესალმა ვენსის პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით

18 ივლისი 2024, 09:58 164 ნახვა

''რუსეთი მზადაა იმუშაოს აშშ-ს ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც სურს ჩაერთოს სამართლიან, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგში" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ლავროვი მიესალმა რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ჯი დი ვენსის პოზიციას უკრაინის მიმართ.

ვენსს, რომელიც ამ კვირაში დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, სურს უკრაინას შეუწყვიტოს ამერიკული სამხედრო მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ კიევს არ აქვს შანსი დაიბრუნოს ის ტერიტორია, რომელიც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრისას დაიკავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში