''Automaton” ასე ჰქვია ალბომს, რითაც „JAMIROQUAI'' ევროპულ ტურნეს დაიწყებს. ბათუმი კი იმ ქალაქებს შორისაა, სადაც მისი ახალი ალბომის პრეზენტაცია შედგება. ჯგუფი საქართველოს ბათუმის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ესტუმრება და ფესტივალის მეორე დღის ჰედლაინერი იქნება. რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალი ბათუმში, 27 ივლისს გაიხსნება და 4 დღეს გაგრძელდება.