პოლონეთი, მომავალ წელს, მშპ-ის 5%-ს თავდაცვაზე დახარჯავს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი უფრო მეტს ხარჯავს თავდაცვაზე, ვიდრე ნატო-ს რომელიმე სხვა ქვეყანა მისი მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად.
„ახლა პოლონეთი ხარჯავს ოთხ პროცენტს, მომავალ წელს კი, ხუთამდე გაზრდის. ჩვენ ვართ პირველები ნატო-ში, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, რადგან ცივი ომის შემდეგ, ჩვენ აღარ ვართ მუდმივი მშვიდობის ეპოქაში“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიკორსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზეწოლას ნატოს ქვეყნებზე, რათა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.