ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლების მიღება ორბელიანების სასახლეში

10 ივლისი 2024, 09:50 321 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის სტარტაპ „კერნელის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტუხაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა. ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ტუხაშვილის დედას გადასცა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ამ რთულ ვითარებაში მნიშვნელოვანია დასავლელ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და ევროპული გზა. 

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს მნიშვნელობას თანამედროვე ცხოვრებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი