კოპა ამერიკა 2024-ზე ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა კანადა 2:0 დაამარცხა და ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა. ეს ამ გუნდებისთვის მიმდინარე კოპა ამერიკაზე მეორე შეხვედრა იყო. ისინი ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდნენ და არგენტინამ მაშინაც 2:0 მოიგო. 51-ე წუთზე კოპა ამერიკის ამ გათამაშებაში პირველი გოლი ლეო მესიმ გაიტანა.
„ოქროს ბურთის“ რვაგზის გამარჯვებულისთვის ეს 109-ე სანაკრებო გოლი იყო, რითიც ირანელ ალი დაეის გადაასწრო და მასზე მეტი გოლი ეროვნული გუნდის რიგებში ახლა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი – 130.
მესიმ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა, ის პირველი ფეხბურთელია, რომელიც სანაკრებო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში შვიდჯერ გავიდა. კოპა ამერიკას მოქმედი ჩემპიონი არგენტინა ფინალში ურუგვაისა და კოლუმბიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.