500 ტონა ლურჯი მოცვი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე გავა

09 ივლისი 2024, 14:11 402 ნახვა

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე დაახლოებით 500 ტ ლურჯი მოცვი გავა. პროდუქციის ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე უკვე ტრანსპორტირებულია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველო“, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანამშრომლობის მიერ ხორციელდება.

ლურჯი მოცვის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმება საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და კომპანია Wonderland Farms შორის გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის წევრი კომპანიები განახორციელებენ პროდუქციის მიწოდებას სხვადასხვა ქსელებისთვის ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთში ბაზრებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი