სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა - მთავრობა

09 ივლისი 2024, 14:39 367 ნახვა

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ 4 420 000 ლარი გამოეყოფა ყვარლის მუნიციპალიტეტს, 9 062 000 ოზურგეთის, 3 458 000 მარტვილის, 2 180 000 სიღნაღის, 940 000 ყაზბეგის, 990 000 ზესტაფონის, 583 000 ცაგერის, 3 883 000 გურჯაანის ს, 5 855 000 ჩხოროწყუს, 6 366 000 ჩოხატაურის, 4 027 000 თელავის, 1 872 000 ლაგოდეხის, 193 000 თიანეთის, 3 986 000 ქალაქ ქუთაისის, 5 738 000 ჭიათურის, 4 601 000 ონის, 2 059 000 საგარეჯოს, 1 750 000 ტყიბულის, 3 170 000 ზუგდიდის, 195 000 ხაშურის, 830 000 ლარი კასპის, 700 000 ბოლნისის, 380 000 ადიგენის, 1 185 000 ახალციხის, 500 000 ასპინძის, 1 110 000 საჩხერის, 444 000 ბორჯომის, 3 130 000 წალენჯიხის, 2 160 000 ლენტეხის, 4 480 000 ბაღდათის, 2 705 000 ვანის, 545 000 წყალტუბოს, 625 000 ხარაგაულის, 1 105 000 თერჯოლის, 1 785 000 სამტრედიის, 130 000 ხონის, 705 000 ხობის, 2 475 000 მცხეთის, 3 920 000 სენაკის, 1 440 000 აბაშის, 284 000 მესტიის, 2 500 000 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი