აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაზეთი ,,აჭარა" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე წარადგინა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გაზეთი „აჭარა“ და მისი წინამორბედი პერიოდული პრესა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მემატიანეა. იგი საუკუნეზე მეტი ხნისაა და მის წიაღში არაერთი ბათუმელი ჟურნალისტი გამოიზარდა.