ევროპის ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი დღეს გაირკვევა 

09 ივლისი 2024, 11:30 280 ნახვა

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. ესპანეთის ნაკრები საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ესპანეთის ნაკრებში დისკვალიფიკაციის გამო ნახევარფინალს გამოტოვებენ დანი კარვახალი და რობინ ლე ნორმანდი. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს პედრი.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრები  ნახევარფინალში სამი გოლით გავიდა, აქედან ერთი  პენალტი  კილიან მბაპემ გაიტანა, დანარჩენი ორი კი ავტოგოლი იყო.

საფრანგეთის არცერთ ფეხბურთელს თამაშიდან  ჯერ გოლი არ გაუტანია. ესპანეთისა და საფრანგეთის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში