„ბორჯღალოსნები“ იაპონიასთან მატჩისთვის ემზადებიან

09 ივლისი 2024, 11:08 443 ნახვა

ფიჯისთან ბათუმში გამართული მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნები იაპონიაში ჩავიდნენ, სადაც 13 ივლისს სენდაიში „იურტეკ სთედიუმზე“ იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

14 ივლისს ჩვენი გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება და 20 ივლისს სიდნეიში, „ალიანს სთედიუმზე“ მასპინძელ ავსტრალიასთან, მსოფლიო თასს მიღმა პირველად ითამაშებს.

რიჩარდ კოკერილის გაფართოებულ რაზმში 34 მორაგბეა: 20 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშე. გუნდში შვიდი პოტენციური დებიუტანტია.

ამათგან ერთი დიდი 10-ს წარმომადგენელია, 12 მოთამაშე „შავი ლომის“ წევრია, 21 კი ლეგიონერი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი