სერბეთში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა.
74 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი გოგრიჭიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, გოგა ოთინაშვილმა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რამინ გულიტაშვილმა 97-ში და ალექსანდრე აბრამიშვილმა 125-ში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა აჩიკო ბოლქვაძემ და საბა ჩილაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
ტურნირის ფინალში იჭიდავა და ვერცხლს დაეუფლა ანრი ხოზრევანიძე. კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილზე კი თორნიკე მიქელაძე და რატი ხოზრევანიძე გავიდნენ.