უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, რუსეთის ვორონეჟის ოლქში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა - მიმდინარეობს მოქალაქეთა ევაკუაცია

07 ივლისი 2024, 12:57 408 ნახვა

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, რუსეთის ვორონეჟის ოლქში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საწყობში ფეთქებადსაშიში ნივთები ინახება.

ვორონეჟის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს, საწყობში ხანძარი კი, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო გაჩნდა.

დასახლებულ პუნქტში, სადაც საწყობი მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი