ისრაელის რამდენიმე ქალაქში, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები გაიმართა.
უცხოური მედიის ცნობით, თელ-ავივში დემონსტრანტებმა ქალაქის ერთ-ერთ მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტეს. აქციები, ასევე, გაიმართა იერუსალიმში, ჰაიფასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.
ისრაელის პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, რამდენიმე მომიტინგე გზის გადაკეტვას, წესრიგის დარღვევას და ავტომაგისტრალზე ცეცხლის დანთებას ცდილობდა.
გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფება "ჰამასმა" მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ აშშ-ის წინადადება მიიღო. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დამყარებიდან 16 დღეში დაიწყება..