საქართველო ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება

06 ივლისი 2024, 20:20 491 ნახვა

ბევრისთვის ვიოლინო ინსტრუმენტების მეფეა და ურთულეს ინსტრუმენტად ითვლება, აქედან გამომდინარე თუ მევილიონე ვირტუოზის სტატუსს მიაღწევს ის განსაკუთრებული გენიოსია, მევიოლიონე ხომ თავის ჰანგებით სულის სიმებზე გვეთამაშება და ჩვენს განწყობას აყალიბებს ისევე ოსტატურად, როგორც ფლობს ინსტრუმენტს, ასეთი იყო ლიანა ისაკაძე, ქალი რომელიც მამაკაცებით დახუნძლულ ხელოვნების დარგში, გამოირჩა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი მთელს მსოფლიოში, ადამიანი რომელიც უკრავდა ხელოვნების ნიმუშებს, ხელოვნების ნიმუშადვე ქცეულ უძვირფასეს სტრადივარიუსის ვიოლინოზე, ძველად თვლიდნენ რომ ვირტუოზი მევილიონე თავის ძალას ზებუნებრივი არსებებისგან ღებულობდა, თუმცა ბუნებრივია ეს მხოლოდ ნიჭის და თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო და ამ მხრივ ლიანა ისაკაძე უდიდესი კორიფეების გვერდით დგას და თავად იყო ზებუნებრივი, სამწუხაროდ იგი გუშინ გარდაიცვალა და ამიერიდან მისი ჰანგები როგორც მისი სული უკვდავად დარჩება ყველას გონებაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი