უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კეირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
„რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება“, - განაცხადა კეირ სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კეირ სტარმერს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.