პენტაგონის გადაწყვეტილება – გამოხმაურება

06 ივლისი 2024, 12:05 402 ნახვა

პენტაგონის გადაწყვეტილება და სამხედრო სწავლების განუსაზღვრელი ვადით გადადება პოლიტიკური განხილვის თემაა.

ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს. ოპონენტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება ცდილობს ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს და  ამერიკის ქმედითი ნაბიჯი ოცნების არასწორი პოლიტიკის დამსახურებაა.

ოპოზიციაში ელიან, რომ ამერიკის შემდეგ მყისიერი პასუხი არც ევროკავშირიდან დააყოვნებს და ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორებთან მრავალწლიან ურთიერთობას დაკარგავს.

ქართული ოცნების დეპუტატებს საკითხზე ჯერ შეფასება არ გაუკეთებიათ. პენტაგონის გადაწყვეტილებას გუშინვე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მას დასანანი უწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი