საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის სერიის პირველი ტესტ-მატჩი ბათუმში, ფიჯისთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, 12:21 დამარცხდა.
რიჩარდ კოკერილის გუნდმა მეტოქის დაცვას 80 წუთის განმავლობაში პრაქტიკულად ვერაფერი მოუხერხა და შეხვედრა ლელოს გარეშე დაასრულა.
ჩვენი ნაკრებიდან ყველა ქულა ლუკა მატკავას ანგარიშზე დაგროვდა, რომელმაც პირველ ნახევარში სამი, ხოლო მეორე ნახევარში ერთი ჯარიმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრები, ამ შეხვედრის გარდა, ზაფხულში კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სენდაიში იაპონიის ნაკრებს ეთამაშებიან, 20 ივლისს კი სიდნეიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.