უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასზე მეორე შეხვედრაც წააგეს 

05 ივლისი 2024, 09:08 299 ნახვა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 16:22 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ირლანდიელების გამარჯვებით 12:6 დასრულდა. მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს, 45-ე წუთზე ნიკა ლომიძემ ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვაც ზუსტი იყო და საქართველო 13:12 დაწინაურდა.

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე საქართველოს ნაკრები 16:15 იგებდა, თუმცა ე.წ. გაწითლებულ დროში ლელო გაუშვა და საბოლოოდ დამარცხდა. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი წაგება აქვს.

ქვეჯგუფის მესამე თამაშს საქართველოს ნაკრები 9 ივლისს იტალიასთან გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი