ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება უსინათლოთა კავშირში. კავშირის წევრების ნაწილი ირწმუნება, რომ ბათუმში გრიბოედოვის 67 ნომერში, კავშირის ბალანსზე არსებული ქონება იყიდება, საუბარია დაახლოებით 8 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამბობენ, რომ აღნიშნული ფართის გასხვისებას არ დაუშვებენ და საქმეს სასამართლოში გააგრძელებენ.
საპირისპიროს აცხადებს უსინათლოთა კავშირის წევრთა სხვა ნაწილი.
ირწმუნებიან, რომ ადგილი აქვს პროვოკაციას და აღნშნული ტერიტორია არ იყიდება.
უსინათლოთა კავშირის წევრების ნაწილი ტერიტორიაზე მედიასაშუალებების გამოჩენამაც გააღიზიანა და ჩანიშნული საანგარიშო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.