ძალაში შევიდა „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ კანონი, რომლითაც უმჯობესდება მეზღვაურთა შრომით უფლებები და სოციალური პირობები, ასევე ფართოვდება სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილება.
ახალი კანონის მიხედვით, საქართველოში მეზღვაურთა დასაქმების სფეროში საქმიანობის განხორციელება მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული აღიარების სერტიფიკატის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ასევე ახალი კანონი ითვალისწინებს მეზღვაურის დასაქმების, საცხოვრებელი და კვების პირობების გაუმჯობესებას და ახალი სტანდარტების დადგენას. მეზღვაურებთან ხელშეკრულებები კონვენციის გათვალისწინებით გაფორმდება. კანონის ინიციატორი საზღვაო სატრანსპორტო საგენტოა.
დღეის მდგომარეობით, ქართველი მეზღვაურების საერთო რაოდენობა 18 000-ს აჭარბებს.
ამ ეტაპზე ქართველ მეზღვაურებს 74 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება.