სერბულ ნოვი სადში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე 20-წლამდელთა შორის. ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი, ამჯერად ბრინჯაო, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რატი ხოხრევანიძემ მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა, გუნდმა 5 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 2 ბრინჯაო და 1 ვერცხლი. გუნდურ ჩათვლაში 116 ქულით მეორეზე გავედით.
პირველზე თურქეთია 123 ქულით, მესამეზე აზერბაიჯანი 93 ქულით. შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის ჩემპიონები გახდნენ აჭარის წარმომადგენელი აჩიკო ბოლქვაძე 87 კილოგრამში - ზედიზედ მეორედ და ხაშურელი საბა ჩილაშვილი 130-ში.
ვერცხლი ასევე აჭარის წარმომადგენელმა ანრი ხოზრევანიძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო - აჭარის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თორნიკე მიქელაძემ.