უკრაინის ქალაქ დნიპროში 4 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

03 ივლისი 2024, 17:06 317 ნახვა

რუსების მიერ, დნიპროს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 4 და დაშავდა 34 მშვიდობიანი მოქალაქე.

ხვალ, 4 ივლისს, ქალაქში გლოვის დღე გამოცხადდა.

დნიპროზე დარტყმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს მიმართა და კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდა.

რუსეთის არმიამ დნიპროს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დღეს დილით შეუტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი