კოპა-ამერიკაზე ყველა მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა 

03 ივლისი 2024, 14:11 396 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე კოპა ამერიკა 2024-ზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილი გახდა. ბრაზილიის ნაკრებმა კოლუმბიასთან 1:1 ითამაშა, ხოლო კოსტა რიკამ პარაგვაი 2:1 დაამარცხა. მეოთხედფინალური ეტაპი 5 ივლისს დაიწყება. კოპა ამერიკის მოქმედი გამარჯვებული არგენტინა ჰიუსტონში ეკვადორის ნაკრებს შეხვდება.

დანარჩენი გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: არგენტინა – ეკვადორი; ვენესუელა – კანადა; ურუგვაი – ბრაზილია და კოლუმბია – პანამა. მატჩები 5-6 და 7 ივლისს გაიმართება.

ნახევარფინალში არგენტინისა და ეკვადორის წყვილში გამარჯვებული ვენესუელა-კანადას შორის საუკეთესოს შეხვდება, ხოლო ურუგვაისა და ბრაზილიას შორის მოგებული ფინალში გასასვლელად კოლუმბიას ან პანამას დაუპირისპირდება.

კოპა ამერიკის ფინალი 15 ივლისს მაიამიში ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი