ინდოეთში ჭყლეტისას ათობით ადამიანი დაიღუპა

03 ივლისი 2024, 08:50 221 ნახვა

ინდოეთის  დრონით გადაღებულ კადრებზე  ასახულია ჭყლეტის ადგილი, რომლის შედეგად გუშინ საღამოს  121 ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკული  შემთხვევა სოფელ ჰატრასში რელიგიურ დღესასწაულზე მოხდა. პოლიციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად,  დღესასწაულზე ნებადართული იყო მხოლოდ 80 ათასი ადამიანის მონაწილეობა. 

დაახლოებით 250 ათასი  ადამიანი შეიკრიბა ინდუისტურ რელიგიურ შეკრებაზე, რაც სამჯერ აღემატებოდა ხელისუფლების მიერ დაშვებულ რაოდენობას - ნათქვამია დოკუმენტში.

ჭყლეტა მაშინ მოხდა, როცა შეკრებილები  ღონისძიების შემდეგ  სცენისკენ გაემართნენ, რათა წინამძღვარს შეხებოდნენ, რომელიც ამ დროს სცენიდან ჩამოდიოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი