ხსოვნის ტურნირი მინი-ფეხბურთში

01 ივლისი 2024, 20:33 1245 ნახვა

ბათუმში დასრულდა აჭარის რეგიონალური მინი-ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯანო ვარშალომიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც ჩვენი ქალაქის რვა გუნდი მონაწილეობდა. ასპარეზობა 10 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის ჩატარდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და „ვესტ-ჯორჯია“ დაუპირისპირდნენ. პენალტების სერიაში „დინამომ“ გაიმარჯვა. მესამე ადგილზე კი „პორტუსი“ გავიდა, რომელმაც „დელფინი“ დაამარცხა. შეჯიბრების ორგანიზატორი აჭარის რეგიონალური მინი-ფეხბურთის ფედერაცია და აჭარის სპორტის დეპარტამენტი იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში