სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში ძლიერი ქარიშხლისთვის ემზადებიან 

01 ივლისი 2024, 08:50 444 ნახვა

სენტ ვინსენტსა და გრენადინებში ქუჩები დაცარიელებულია, რადგან მოსახლეობა მე-4 კატეგორიის ქარიშხალ ბერილის მოლოდინშია. სტიქია დღეს დილით ემუქრება კუნძულებს. სპეციალისტები კატასტროფულად ძლიერ ქარს ვარაუდობენ.

ატლანტიკის ქარიშხლების სეზონზე ასეთ ადრეულ პერიოდში, რომელიც გრძელდება 1-ელი ივნისიდან 30 ნოემბრამდე, ძლიერი ქარიშხალი იშვიათი მოვლენაა. ქარიშხლის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს ბარბადოსში, სენტ-ლუსიაში, სენტ ვინსენტსა და გრენადინის კუნძულებზე, გრენადასა და ტობაგოში.

ტროპიკულ ქარიშხლი ემუქრება დომინიკის, ტრინიდადისა და დომინიკის რესპუბლიკისა და ჰაიტის ნაწილებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში