ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ვოლნიანსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, დაღუპულია 7 და დაშავებულია 31 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი და დაშავდა 31. დაშავებულებს შორის 8 მცირექლოვანია.
რუსებმა ქალაქ ვოლნიანსკს, გუშინ საღამოს, შეუტიეს.