რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ამერიკის მტრები არ იქნებოდნენ, ქვეყანას „ჭკვიანი პრეზიდენტი“ რომ ჰყავდეს, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ე.წ გარე მტრები ჯო ბაიდენს პატივს არ სცემენ.
„ჩვენ გვყავს გარე მტრები: ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, თუმცა, სინამდვილეში ისინი არ იქნებოდნენ მტრები, თუ ჩვენ ჭკვიანი პრეზიდენტი გვეყოლებოდა. ჩვენ რომ ჭკვიანი პრეზიდენტი გვყავდეს, მათთან ერთად დიდ საქმეებს გააკეთებდა“, – აღნიშნა ტრამპმა.