ტელედებატების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 60% მიიჩნევს, რომ არჩევნებზე ჯო ბაიდენის კანდიდატურა უნდა შეიცვალოს

29 ივნისი 2024, 11:36 379 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა შეიცვალოს.

ამერიკული მედიის ცნობით, გამოკითხვა morning consult-მა ჩაატარა.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, დემოკრატების მომხრეთა 21 პროცენტი თვლის, რომ ჯო ბაიდენის კანდიდატურის შეცვლა არ ღირს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი